ელ კომერციის ვებინარი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

2023-06-23

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდი გიწვევთ ელექტრონული კომერციის ვებინარზე, რომელიც განკუთვნილია საცალო ვაჭრობისა და სტუმარ-მასპინძლობის (HoReCa) სექტორის კომპანიებისთვის. თუ გაქვთ კვების ობიექტი, სასტუმრო ან ჩართული ხართ საცალო ვაჭრობაში, ან გეგმავთ ბიზნესის წამოწყებას და ონლაინ სივრცე თქვენთვის საინტერესო მიმართულებაა, ეს ვებინარი დაგეხმარებათ მიიღოთ რჩევები და პრაქტიკული ცოდნა იმისთვის, რომ თამამად გადადგათ პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში. შეხვედრის მიზნები ვებინარი მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ "ევროკავშირი საქართველოსთვის" (EU4Georgia) ინიციატივის ფარგლებში. ვებინარზე განხილული იქნება ელექტრონული კომერციის წარმატებული მაგალითები, ასევე გამოწვევები და შესაძლებლობები ჩამოთვლილი სექტორებისათვის. ვებინარი დაგეხმარებათ წარმატებით წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტები და სერვისები ინტერნეტ სივრცეში. შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ** ელექტრონული კომერცია: რა არის და როგორ იკვეთება სტუმარ-მასპინძლობისა და გაყიდვების ბიზნესთან; ** ელექტრონული კომერციის გლობალური და ადგილობრივ ბაზარზე არსებული საცალო გაყიდვების პლატფორმები; ** ელექტრონული კომერციის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნები; ** ციფრული მარკეტინგი და მისი როლი ელექტრონულ კომერციაში; ** ონლაინ რესტორნის, სასტუმროს და მაღაზიის კონტენტი - თანამედროვე ტრენდები და პრაქტიკული რჩევები; ** სტატისტიკა, ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (data driven decisions). მონაწილეები ვებინარი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დამფუძნებლების, დირექტორების და/ან მარკეტინგის მენეჯერების და სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ შეიძინონ ელექტრონული კომერციის და ონლაინ გაყიდვების შესახებ პრაქტიკული ცოდნა და საკუთარი გადაწყვეტილებებით გავლენა იქონიონ კომპანიის გაციფრულებაზე. დრო და განრიგი ვებინარი დაყოფილია 2 მოდულად და ჩატარდება 29 ივნისს 14:00-დან 18:00 შუალედში. მოდულებს შორის განსაზღვრულია 20 წუთიანი შესვენება. ვებინარი გაიმართება ვირტუალურად Zoom პლატფორმის მეშვეობით ქართულ ენაზე და მასში მონაწილეობა უფასოა. ვებინარს გაუძღვებიან საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის თავმჯდომარე ნათია ნინიკელაშვილი და Creator Hub-ის დამფუძნებელი დოდი ხარხელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა ბმულზე https://tinyurl.com/4b5m2sty 2023 წლის 27 ივნისის ჩათვლით. დამატებით ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე knowhowgeorgia@ebrd.com ან dekanoii@ebrd.com ან დარეკეთ ნომერზე +995 593264942 იცნობდეთ თქვენს ტრენერს: ნათია ნინიკელაშვილი - ინოვაციური ბიზნესის Soplidan.ge-ს დამფუძნებელი. Soplidan.ge პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 400-ზე მეტი დასახელების, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტს სთავაზობს ონლაინ, აკავშირებს ასეულობით ფერმერს ონლაინ გაყიდვებთან და შეკვეთის შინ მიტანას ახორციელებს. 2018 -2023 წლებში ნათია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ეგიდით ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობდა ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას ბიზნეს სექტორში და ასევე ფერმერების გაძლიერებას ტექნიკური უნარებით და თეორიული ცოდნით. მან 2018 წელს დააარსა საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებული მოთამაშეების გაერთიანებას, რაც ხელს უწყობს საქართველოში ამ სფეროს გამოწვევებისა და შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენას. დოდი ხარხელი - კომპანია Creator Hub-ის დამფუძნებელი, GIPA-ს ლექტორი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. იგი არის სახელმძღვანელოს ავტორი: "Social Media Monetization for Media Outlets". დოდი ციფრულ მარკეტინგში ათ წელიწადზე მეტია მუშაობს, ატარებს ვორქშოფებსა და ტრენინგებს, თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბიზნეს კომპანიებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან