მარკეტინგი ელექტრონული კომერციისთვის

2023-06-18

ელექტრონული კომერციის გლობალური საცალო გაყიდვები 2023 წელს 6,3 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, კომპანიები კი მთელ მსოფლიოში ციფრულ პლატფორმებს თავიანთი გაყიდვების სტრატეგიის ძირითად ასპექტად აქცევენ.

თუ გსურთ მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, დაგჭირდებათ საგულდაგულოდ შემუშავებული ელექტრონული კომერციის მარკეტინგული გეგმა, რომელიც პასუხობს თქვენს უნიკალურ სამიზნე აუდიტორიას.

  1. რა არის ელექტრონული კომერციის მარკეტინგი?
  2. ელექტრონული კომერციის მარკეტინგის მაგალითები
  3. ელექტრონული კომერციის მარკეტინგის სახეები
  4. როგორ შევადგინოთ ელექტრონული კომერციის მარკეტინგული გეგმა

 

1. რა არის ელექტრონული კომერციის მარკეტინგი?

ელექტრონული კომერციის მარკეტინგი არის მომხმარებელთა მოტივაციის პროცესი, იყიდონ პროდუქტები ან მომსახურება,ონლაინ. ეს მოიცავს მომხმარებელთა მთელ მოგზაურობას, დაწყებული უბრალოდ ადამიანების ბრენდის შესახებ ინფორმაციის გაცნობით, მათი ნდობის მოპოვებამდე და გაყიდვამდე.

გამოყენებული ტაქტიკა მოიცავს, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO); სოციალური მედიის მარკეტინგი; იმეილ მარკეტინგი; ფასიანი რეკლამა, affilate მარკეტინგი და სხვა.

2. ელექტრონული კომერციის მარკეტინგის მაგალითები

  • ვიდეო

ვიდეო გამოიყენება ბრენდის ცნობადობის შესაქმნელად და პერსპექტიულებთან კავშირის დასამყარებლად, მსგავს კამპანიას მიმართავს ყველა დიდი და წარმატებული ბიზნესი.

  • Referral პროგრამები

ეს ელექტრონული კომერციის მარკეტინგული სტრატეგია გულისხმობს, არსებული მომხმარებლების სტიმულირებას ახლის შემოყვანის მიზნით. მაგალითისთვის კომპანია ინდივიდს (მომხამრებელს) სთავაზოს 5% -იან საკომისიოს ყოველ მოყვანილ მომხმარებელზე.

  • იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგის გამოყენებით, ჩვენი პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლითვის.

  • ბლოგის სტატიები, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ გამოიყენოთ პროდუქტები
  •  სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები (ინფლუენსერების მონაწილეობით)

 

3. ელექტრონული კომერციის მარკეტინგის სახეები

          1.იმეილ მარკეტინგი

ელექტრონული კომერციის მარკეტინგის წარმომადგენლები იყენებენ უამრავ სხვადასხვა არხს, იმისთვის რომ მივწვდეთ ახალ მომხარებელს და ასევე, გავუზიაროთ სიახლეები უკვე არსებულს.

მაგრამ, კონკრეტულად რა სახის მეილები შეგვიძლია დავუგზვანოთ ჩვენს მომხმარებლებს?

  • ფასდაკლება

იმელ მარკეტინგის საშუალებით, შეგვიძლია არსებული ფასდაკლებების შესახებ ვაცნობოთ მომხმარებლებს, იქნება ეს სეზონური ფასდაკლება, მათზე მორგებული შეთავაზება თუ სხვა.

  • Welcome წერილი

ახალ მომხმარებელს შეგვიძლია გავუგზვანოთ Welcome პოსტერი, გავაცნოთ კომანიის შესახებ ინფორმაცია და ასევე, გავუზიაროთ არსებული შეთავაზებები

  • ექსკლუზიური შეთავაზებები

იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს თავი განსაკუთრებულად ვაგრძნობინოთ, სწორედ მათზე მორგებული ექსკლუზიური შეთავაზებები შეგვიძლია გავუკეთოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

  • დაბადების დღის  მილოცვა

პერსონალიზირებული წერილები დაგვეხმარება მომხმარებლების ლოიალურობის შენარჩუნებაში, გარდა ამისა ამით ვაგრძნობინებთ მათ რომ ჩვენთვის ისინი განსაკუთრებულები არიან

  • Შეკვეთის დადასტურება

მიწოდებისა და შეკვეთის დამადასტურებელი ელ.წერილი ტრანზაქციული ხასიათისაა და ფოკუსირებულია შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე.

  • ახალი პროდუქტი

თუ ჩვენ ვგეგმავთ ახალი პროდუქტის დამატებას, ელ ფოსტა დაგვეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში.

  • პროდუქტის განახლება

პროდუქტის განახლების იმეილი, გვეხმარება ნდობისა და ლოიალობის ჩამოყალიბებაში. ამით მომხმარებლებს ვაჩვენებთ, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს თავისი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად. შეგვიძლია ხაზი გავუსვათ პროდუქტის ახალ ფუნქციონალს, მახასიათებლებს და ა.შ.

  • კალათაში მიტოვებული ნივთები

თუ თქვენ დაინახეთ რომ მომხმარებელმა აარჩია ნივთები თუმცა პროცესი არ დაასრულა და ნივთები ისევ კალათაშია, მეილით შეგვიძლია შევახსენოთ და ვუბიძგოთ ყიდვისკენ.

       2. SMS მარკეტინგი

SMS მარკეტინგი გულისხმობს SMS შეტყობინებების გაგზავნას არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან
სხვადასხვა დანიშნულებით

  • აქციები და სპეციალური შეთავაზებები
  • გაყიდვა და ჯვარედინი გაყიდვა
  • მიტოვებული ურიკის აღდგენა
  • Მომხმარებლის მხარდაჭერა

ეს ეხმარება ონლაინ მაღაზიებს გაზარდონ მომხმარებელთა ჩართულობა, გაზარდონ ბრენდის ცნობადობა და გამოიმუშავონ მეტი გაყიდვები.

      3. PPC რეკლამა

Pay-per-Click (PPC) კამპანიები გულისხმობს, რეკლამას ისეთ პლათფორმებზე როგორიცაა: Google ან Meta, საიტზე ტრაფიკის გასაზრდელად. როგორც სახელი გულისხმობს, თქვენ გადაიხდით გარკვეულ საფასურს ყოველ ჯერზე, როცა მომხმარებელი დააწკაპუნებს თქვენს რეკლამაზე.

PPC კამპანიის გაშვებისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა შეთავაზებები, სხვადასხვა სეგმენტისთვის და არა მარტო. შეგვიძლია ავაწყოთ საიტზე ივენთები, რაც საშუალებას მოგცემს კონკრეტულ ქმედებებზე მორგებული კამპანიები გავუშვათ. მაგ: მომხმარებელები რომლებიც სტუმრობენ თქვენ კონკრეტულ გვერს, ისინი ვინ ბოლომდე არ ასრულებენ გაყიდვებს და ა.შ.

ორგანული საძიებო ტრაფიკისგან განსხვავებით, PPC მარკეტინგული კამპანიები ასევე შეიძლება დაიწყოს და შეჩერდეს მომენტში. ეს მათ იდეალურს ხდის საიტის გაშვებისთვის, პროდუქტის განცხადებებისთვის, სადღესასწაულო აქციებისთვის და სხვა დროისადმი მგრძნობიარე ინფომაციისთვის.

      4. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

PPC მარკეტინგული კამპანიებისგან განსხვავებით, ეს არ გულისხმობს ფასიან ტრაფიკს. ამის ნაცვლად, SEO-ს მიზანია თქვენი საიტი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო და როდესაც საძიენო სისტემებში კონკრეტულ ქივორდებს მოძებნიან მოხმარებლები, თქვენი საიტი იყოს ძიების სათავეში.

     5. კონტენტ მარკეტინგი

კონრენტ მარკეტინგი გულისხმობს საინტერესო და ხარისხიანი მასალების შექმნას ციფრულ ფორმატში და მათ ეფექტურად მიწოდებას სამიზნე მომხმარებლისთვის. კონტენტ მარკეტინგის მიზანია კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდა.

       6.Affiliate მარკეტინგი

ელექტრონული კომერციის Affiliate მარკეტინგი გულისხმობს სხვა ბიზნესის ან კერძო პირების გამოყენებას თქვენი პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით მათ ვებსაიტებზე. როდესაც შვილობილი კომპანიის მომხმარებელი ყიდულობს თქვენ პროდუქტს და ამაში მათ ჩვენ ვუხდით საკომისიოს.

     7. სოციალური მედიის მარკეტინგი

იმის გამო, რომ სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გასაკვირი არ არის, რომ ის ახლა გადამწყვეტი მარკეტინგული პლატფორმაა ყველა სახის ბიზნესისთვის. ბრენდები ავრცელებენ თავიანთ პროდუქტებს სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტიპის კამპანიების საშუალებით.

8. ინფლუენსერ მარკეტინგი

ინფლუენსერ მარკეტინგი არის, სოციალური მედიის მარკეტინგის სახე, როდესაც ინფლუენსერს (ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე) ვუხდით თანხას ან ვთავაზობთ კონკრეტულ სარგებელს ჩვენი პროდუქციის რეკლამის სანაცვლოდ.

       4.როგორ შევადგინოთ ელექტრონული კომერციის მარკეტინგული გეგმა

ძლიერი ელექტრონული კომერციის მარკეტინგის გეგმა აუცილებელია, იმისთვის რომ მოვიზიდოთ ახალი მომხმარებელი, შენინარჩუნოთ ძველი და გვქონდეს მდგრადი გაყიდვები.

თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი ელექტრონული კომერციის მარკეტინგის გეგმა დროთა განმავლობაში უნდა განვითარდეს თქვენი ბიზნესის, ინდუსტრიის ტენდენციების და მომხმარებელთა გამოხმაურების ცვლილებებზე დაყრდნობით.

მაგრამ, აქ არის ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად აკონტროლოთ თქვენი ელექტრონული კომერციის მარკეტინგის გეგმა:

  • იდენტიფიცირება თქვენი სამიზნე მომხმარებლები: განსაზღვრეთ სამიზნე მომხმარებლები მათი დემოგრაფიის, ინტერესების და შესყიდვების ქცევის ანალიზით.
  • აირჩიეთ სწორი ელექტრონული კომერციის მარკეტინგული სტრატეგიები: ეს უნდა ეფუძნებოდეს თქვენს მარკეტინგულ მიზნებსა და სამიზნე აუდიტორიას.
  • მარკეტინგული არხების იდენტიფიცირება: იპოვეთ არხები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია თქვენი სამიზნე აუდიტორიის მისაღწევად.
  • შექმენით კამპანიები და მიზნები: დააწესეთ მიზნები თითოეული კამპანიისთვის, როგორიცაა ვებგვერდის ტრაფიკის გაზრდა, გაყიდვების გაზრდა ან განმეორებითი შესყიდვების გაზრდა.
  • შექმენით დამაჯერებელი კონტენტი: იგი შეიძლება შეიცავდეს პროდუქტის აღწერილობას, ბლოგ პოსტებს, სოციალური მედიის კონტენტს და სარეკლამო პოსტებს.
  • შედეგების თვალყურის დევნება: კამპანიების მუშაობის მონიტორინგი ანალიტიკური ხელსაწყოებით.
  • შეცვალეთ თქვენი სტრატეგია: გამოცადეთ და გააუმჯობესეთ შესრულების მიხედვით

 

ელექტრონული კომერცია ყოველწლიურად უფრო მომგებიანი სფერო ხდება, მაგრამ ეს ტენდენცია ასევე უბიძგებს ახალ გამყიდველებს შეუერთდნენ ბაზარზე და გააგრძელონ ელექტრონული კომერციის მარკეტინგის ლანდშაფტის გადატვირთვა. ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების გარეშე, თქვენ ალბათ გაგიჭირდებათ თქვენი ბაზრის ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენება და ციფრული ყოფნის შექმნა, რომლისკენაც მიზნად ისახავთ.

წყარო:

https://www.omnisend.com/blog/ecommerce-marketing/

https://www.bluehost.com/blog/