2021-04-10
რა არის ელექტორნული კომერცია? ელექტრონული კომერცია არის პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა ან შეძენა ინტერნეტის საშუალებით. ელექტრონულმა კომერციამ დიდი გზა განვლო, რომ მიეღო ის სახე რაც დღეს აქვს, ამიტომ მოდი გადავხედოთ მის ისტორიას.
1969: Compuserve
შეიქმნა 1969 წელს, ელექტროტექნიკის სტუდენტების, დოქტორ ჯონ რ. გოლცის და ჯეფრი უილკინსმის მიერ. ადრეული CompuServe ტექნოლოგია აშენდა ციფრული კავშირის გამოყენებით და 1980-იან წლებში ამ მიმართულებით ბაზარზე დომინანტ პოზიციას იკავებდა. მის სახელს უკავშირდება ონლაინ ჩატის, ფორუმებისა და გიფის შექმნა.
1979: მაიკლ ოლდრიხი ქმნის ელექტრონულ შოპინგს.
ინგლისელმა გამომგონებელმა მაიკლ ოლბრიხმა შექმნა სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ონლაინ შოპინგი. ამისთვის კი მან სატელეფონო ხაზების საშულებით, ტელევიზორი დაუკავშირა ცენტრალური ტრანზაქციის პროცესორს.
1982: Boston Computer Exchange
როდესაც Boston Computer Exchange შეიქმნა, ის იყო პირველი ელექტრონული კომერციის კომპანია. თავდაპირველად, მის ძირითად საქმიანობას მეორადი კომპიუტერების გაყიდვა წარმოადგენდა.
1992: book stacks unlimited
პირველი ონლაინ წიგნების მაღაზია.
1994: Netscape Navigator-პირბელი ვებ-ბრაუზერი
1990-იან წლებში, მთავარ ვებ-ბრაუზერს Window-ის პლატფორმისთვის Netscape Navigator წარმოადგენდა. მანამ, სანამ ბაზარს დაიპყრობდა ისეთი მსხვილი გიგანტი, როგორიც Google-ია.
1995: Amazon
თავდაპირველად ჯეფ ბეზოსმა ამაზონი წარადგინა, როგორც წიგნების ონლაინ მაღაზია, დღეს კი იგი ამ მიმართულებით მსოფლიო გიგანტია.
1998: PayPal - პირველი ელექტრონული საგადასახადო სისტემა
ელექტრონული საგადასახადო სისტემა, რომელიც ახორციელებს თანხის გადარიცხვის ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით. დღეისათვის იგი მუშაობს 190 სახელმწიფოში და ჰყავს 164 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. PayPal მუშაობს 17 ეროვნულ ვალუტაზე.
1999: Alibaba
Alibaba არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია, რომელიც დაარსდა 1999 წელს.ის საშუალებას აძლევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომ გამოიწერონ და გაყიდონ პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. Alibaba უზრუნველოყოფს კლიენტებისთვის მხარდაჭერას მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე.
2000: Google Adwords
Google–მა საერთაშორისო ბაზარზე წარადგინა Google AdWords-ი, როგორც ონლაინ სარეკლამო ინსტრუმენტი და პლატფორმა მათთვის, ვინც იყენებდა Google-ის საძიებო სისტემას.
2004: Shopify
სნოუბორდის აღჭურვილობის ონლაინ მაღაზიის გახსნის მცდელობის შემდეგ, ტობიას ლუთქემ და სკოტ ლეიკმა Shopify გახსნეს. ეს არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა ონლაინ მაღაზიებისა და გაყიდვის სისტემებისთვის.
2005: Etsy
პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვან ადამიანებს გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ.
2011: Google Wallet
Google Wallet-მა დანერგა გადახდის სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება მობილური და კომპიუტერული მოწყობილობებიდან. ციფრული საფულის სადებეტო ბარათთან ან საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით, მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ პროდუქციის ან მომსახურების საფასური. დღეს Google Wallet შეუერთდა Android Pay-ს, რასაც ახლა Google Pay-ს უწოდებენ.
2011: Facebook ავრცელებს სპონსორულ Story-ის, როგორც ადრეული რეკლამის ფორმას.
2014: Apple Pay
მას შემდეგ, რაც ონლაინ მყიდველებმა დაიწყეს მობილური მოწყობილობების უფრო ხშირად გამოყენება, Apple-მა წარადგინა Apple Pay, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, გადაეხადათ პროდუქტისა და მომსახურების საფასური Apple-ის მოწყობილობებით.
2017: Instagram Shop
რადგან Instagram გახდა ერთ-ერთი მთავარი სოციალური ქსელი ინტერნეტ სივრცეში, ონლაინ შოპის დამატებამ საშუალება მისცა როგორც მომხმარებელს, ასევე, გამყიდველს დაკავშირებოდნენ ერთმანეთს.
2020: ელქტრონული კომერცია და კოვიდ პანდემია.
2020 წელს COVID 19–ის აფეთქებამ ხელი შეუწყო ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას მთელ მსოფლიოში 9.5%–ით. მზარდი ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდება, რამაც, საერთო ჯამში, წარმოუდგენელი გახადა ვაჭრობა ონლაინ სივრცის გარეშე.